in

მამარდას ერთი საათი ლივერპულში: გოლი ისევ არ გაუშვა

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ აზიურ ტურნეში გამგზავრებმადე კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩემპიონშიფის „სტოკს“ ეთამაშა და მოუგო – 5:0.

ქართველი მეკარე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და თითქმის ერთი საათი ითამაშა: 59-ე წუთზე არმინ პეჩმა შეცვალა.

დარვინ ნუნიესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო რიო ნგოუმამ და ფედერიკო კიეზამ გაიტანეს. პირველად ითამაშა ფლორიან ვირცმა.

„ლივერპული“ ჰონგ-კონგში გაემზავრა, სადაც 26 ივლისს „მილანს“ შეხვდება. გუნდს უკვე შეუერთდა ბრაზილიელი მეკარე ალისონი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთის ფავორიტები: ხვიჩა ათეულში – 7 და 9

ქოჩორა უკვე შესამჩნევია: გახდება სპორტინგის ახალი ლიდერი