in

ისეთი შეგრძნება მაქვს, დიდი ხანია აქ ვარ: ქოჩორაშვილი სპორტინგით ტკბება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, ლისაბონის “სპორტინგში” გადასვლის შემდეგ პირველი პორტუგალიური შთაბეჭდილებები ადგილობრივ მედიას გაუზიარა.

“ადაპტაციის მხრივ, ყველაფერი მშვენივრად მიდის. ყველა მეხმარება – თანაგუნდელებიც, პერსონალიც… დიდ პატივად მიმაჩნია იმ ადამიანებთან ერთად გასახდელში ყოფნა, რომლებიც ყველანაირად მეხმარებიან. ეს ეხება როგორც უშუალოდ მინდორს, ისე მის მიღმა სივრცეს.

ორი კვირაა, რაც “სპორტინგში” მოვედი. არადა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ 2-3 წელია ვთამაშობ და ამ მომენტით ვტკბები. მიზნებზე რა უნდა ვთქვა? ჩემი აზრით, ძალიან მარტივადაა ყველაფერი – “სპორტინგი” უნდა გახდეს პორტუგალიის ჩემპიონი. ეს გუნდი იმისთვისაა შექმნილი, რომ გაიმარჯვოს.

ბუნებრივია, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩემპიონთა ლიგას. ეს იმ დონის ტურნირია, როგორიც – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. თუ ჩვენი გუნდური სული იქნება უმაღლეს დონეზე, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. “სპორტინგის” წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ყველას უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია. ენასაც მალე ვისწავლი. პორტუგალიურად მესაუბრებიან ჩემი თანაგუნდელები და პერსონალი. ეს შესანიშნავია ჩემთვის”, – თქვა ქოჩორაშვილმა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალის საუკეთესო პალმერია, პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც მისცეს

ვამაყობ… ლივერპულის ვრცელი ინტერვიუ მამარდაშვილთან