in

მუნდიალის საუკეთესო პალმერია, პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც მისცეს

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი გახდა, რომელმაც ფინალში პსჟ-ს ორი გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, ხოლო საერთო ჯამში ტურნირი 6 მატჩით, 3 გოლითა და ორი ასისტით დაასრულა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს დეზირე დუე აღიარეს – 7 მატჩი, 1 გოლი.

საუკეთესო მეკარედ „ჩელსის“ კარის დარაჯი რობერტ სანჩესი. 6 მატჩიდან კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა, მათ შორის ნახევარფინალსა და ფინალშიც.

ტურნირის ბომბარდირი 4 გოლით (+ 1 ასისტი) მადრიდის „რეალის“ 21 წლის თავდამსხმელი გონსალო გარსია გახდა.

ფეხბურთელები აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააჯილდოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ლივერპულში ითამაშა: ეს მხოლოდ დასაწყისია…