in

მეცი არა, გენგამი: აბუაშვილი ლიგა 2-ს უახლოვდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი და ფოთის “კოლხეთის” ლიდერი, გიორგი აბუაშვილი, დიდი ალბათობით, “სენტ ეტიენში” კი არა, “გენგამში” გადავა. ამის თაობაზე ფრანგული მედია გვატყობინებს.

Foot Sur 7-ის ინფორმაციით, “სენტ ეტიენისთვის” კარგი იქნებოდა ახალგაზრდა, დინამიური ფეხბურთელის გადაბირება, თუმცა მოვლენები სულ სხვა სცენარით ვითარდება. ფრანგული წყაროს ინფორმაციით, ბოლო წამს გიორგისთვის ბრძოლაში სწორედ “გენგამი” დაწინაურდა.

22 წლის აბუაშვილი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. “დინამოსა” და “კოლხეთის” გარდა, აბუაშვილს უთამაშია “პორტუს” 19-წლამდელებსა და რუმინულ “პეტროლულში”.

“გენგამი” საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარია. გასულ სეზონში გუნდს ცოტა დააკლდა ელიტაში აღზევებამდე.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ბეშიქთაშს დათანხმდა, მაგრამ სენტ ეტიენმა გაართულა

ძალიან ბედნიერი ვარ: მეცმა წიტაიშვილი წარადგინა