in

მამარდამ შეიძლება ხვალ ლივერპულში ითამაშოს

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, მაგრამ კლუბმა უკვე დაიწყო 35 მილიონ ევროდ შეძენილი მეკარის გუნდში ინტეგრაციის პროცესი – ამის შესახებ სტატიას ვებგვერდი This is Anfield-ი აქვეყნებს.

„დიოგო ჟოტას ტრაგიკულად დაღუპვამ „ლივერპულის“ გეგმები საფუძვლიანად შეცვალა. კლუბს არც ახალი სეზონისთვის მზადებაზე გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ახალი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი წარუდგენია.

ქართველი მეკარის ტრანსფერი „ვალენსიიდან“ გასულ ზაფხულს განხორციელდა, მაგრამ გუნდს ოფიციალურად მხოლოდ ივლისიდან შეუერთდა. 24 წლის მამარდაშვილი უკვე კლუბის ოფიციალურ განაცხადშია. ალისონი „ლივერპულის“ პირველ ნომრად რჩება, მამარდაშვილმა კი კაოიმინ კელეჰერი შეცვალა, რომელიც „ბრენტფორდში“ გადავიდა.

მამარდაშვილის ფოტოები „ლივერპულის“ ფორმით ჯერ არ გავრცელებულა, კლუბს ოფიციალურ არხებზე არც მასთან ინტერვიუ გამოუქვეყნებია. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ეს კვირამდე – „ლივერპულისა“ და „პრესტონის“ ამხანაგურ მატჩამდე, სადაც დიოგო ჟოტასა და მისი ძმის, ანდრე სილვას ხსოვნასაც მიაგებენ პატივს.

იმის თქმა კი შეიძლება, რომ 13 ივლისს გულშემატკივრები პირველად ნახავენ მამარდაშვილს „ლივერპულის“ მაისურით, ოღონდ ჯერ არ არის ცნობილი, საქართველოს ნაკრების მეკარეს მიეცემა თუ არა სათამაშო დრო.

ანალოგიურად, გულშემატკივრებს „ლივერპულის“ ფორმით ჯერ არც ფლორიან ვირტცი, ჯერემი ფრიმპონგი და მილოშ კერკეზი უნახავთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ „პრესტონთან“ სამივე ითამაშებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება“, – წერს გამოცემა This is Anfield-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძალიან ბედნიერი ვარ: მეცმა წიტაიშვილი წარადგინა