ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე, ახლო მომავალში კარიერას რომელიმე ტოპ-ლიგის კლუბში გააგრძელებს. შეთავაზებები არის და ვნახოთ…
იქამდე კი “უოტფორდმა” ამხანაგურ მატჩში “ბორჰემთან” მოსინჯა ძალა და 2:0 მოიგო. “უოტფორდის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს კვადვო ბაამ, ვისაც ბარძაყის ტრავმა აწუხებს, ჩაკვეტაძემ ფეხის თითთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც წინა ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა. ამ დროისთვის, გიორგი ინდივიდუალურად ემზადება.
ამასობაში, World-League Football-მა ჩვენთვის საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველი ფეხბურთელი პრემიერლიგაში ახალაღზევებულ ორ კლუბს – “სანდერლენდსა” და “ბარნლის” ურჩია.
“უოტფორდი” ახლოსაა პაპე დიალოს შეძენასთან. შესაძლოა, ეს ჩაკვეტაძის წასვლის მაუწყებელიც იყოს. 25 წლის ფეხბურთელის განსაკუთრებულმა სისწრაფემ, პირდაპირმა გარბენებმა და ბურთთან ერთად მეტოქის ფეხბურთელებში მოძრაობის უნარმა, სეზონის მეორე ნახევარში ის ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზულ საფრთხედ აქცია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, “სანდერლენდი” და “ბარნლი” ჩაკვეტაძესთან დაკავშირებულ სიტუაციას მაქსიმალური ყურადღებით უნდა დააკვირდნენ. ქართველი ფეხბურთელი – ეს არის ძლიერი კრეატიული ძალა, ვისაც შეუძლია, პრემიერლიგაში დაბრუნებული ორივე გუნდის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობის საგოლე მოქმედებები ჩაიწეროს აქტივში, რათა მათ შეინარჩუნონ ადგილი უძლიერესთა შორის.
ცხადია, ქართველ ფეხბურთელთან განშორება ცუდი იქნება “უოტფორდისთვის”, მაგრამ მათი საშველი ის არის, რომ დიალო ამ კლუბის წევრი გახდება”, – ვკითხულობთ წერილში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings