ფიფას ვერსიით 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ფინალისტები გამოცხადდა.
The Best-ის ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებენ პეპ გვარდიოლა („სიტი“), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები) და ტომას ტუხელი („ჩელსი“).
მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა, ხოლო გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მივიდა.
დაჯილდოების ცერემონია ციურიხში, 17 იანვარს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings