in

თოფურია vs ოლივეირა: ანალიზი და მოლოდინები

ბელალ მუჰამედის ჯეკ დელა მადალენასთან საჩემპიონო ბრძოლის წაგების შემდეგ მსუბუქი წონის დივიზიონში ვითარება საბოლოოდ გაირკვა. ამჟამინდელმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა გადაწყვიტა ქამრის დაცვას აღარ დალოდებოდა და კარიერა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში გააგრძელა. შედეგად, მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტური გახდა, ხოლო UFC 317-ზე ოფიციალურად დაინიშნა საჩემპიონო დაპირისპირება – ილია თოფურიასა ჩარლზ ოლივეირას შორის.

ეს ბრძოლა არა მხოლოდ ტიტულისთვის, არამედ სტილთა მკვეთრი დაპირისპირებისთვის იქნება საინტერესო. განვიხილოთ თითოეული მებრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები და გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს შეხვედრა.

როგორც ვიცით, ილია თოფურია გამოირჩევა ძალიან კარგი კრივის ტექნიკით, როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაშიც, აგრეთვე მას გააჩნია ძალიან კარგი დარტყმის სიძლიერე, რაც თავის წინა ბრძოლაშიც დაამტკიცა, როცა მაქს ჰოლოვეი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და შეძლო, ის რაც მანამდე ყველას შეუძლებელი ეგონა. ქართველს ამ ყველაფრის გარდა, აგრეთვე აქვს ჭიდაობისა და ჯიუ-ჯიცუს ძალიან კარგი და მყარი ბაზა, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოსა და თავდაჯერებულს ხდის.

თავის მხრივ, ჩარლზ ოლივეირაც არის ძალიან კარგი სტრაიკერი, მას დაუმტკიცებია, რომ აქვს ძალიან კარგი შეტევითი კრივი, თუმცა მის ყველა ბრძოლაში ჩანს, რომ თავდაცვა საკმაოდ უჭირს. ეს კარგად შეგვიძლია დავინახოთ მის უკანასკნელ შეხვედრებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მან დაამარცხა მაიკლ ჩენდლერი და დასტინ პორიე, ორივე შემთხვევაში ბრაზილიელმა გაატარა რამდენიმე მძიმე დარტყმა, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში გადაურჩა, თუმცა ეს შეუძლებლად ჩანს თოფურიას წინააღმდეგ, რადგან მისი ტექნიკა ბევრად ზუსტია და ასევე იგი ძალიან კარგია დანოკდაუნებული მოწინააღმდეგების დაფინიშებაში. ერთადერთი ასპექტი, სადაც ფურცელზე ოლივეირას უპირატესობა შეიძლება მივანიჭოთ, ესაა მისი უმაღლესი დონის გრეპლინგი, რითაც შეიძლება UFC-ის ისტორიაში საუკეთესოც კი იყოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებს, აგრეთვე ქართველის კარგ საბრძოლო გეგმას და ბრძოლის თავის ტემპში წარმართვის კარგ უნარს, შეხვედრის ასეთი განვითარება ნაკლებ სავარაუდო ხდება.

ყველა ამ მიზეზის გამო ილია თოფურია ამ ბრძოლის საკმაოდ დიდ ფავორიტად ითვლება. შეძლებს თუ არა ქართველი მეორე წონის ჩემპიონობას? დაიბრუნებს თუ არა ჩარლზ ოლივეირა თავის დაკარგულ ტიტულს? ამ კითხვებს პასუხი ჩვენი დროით 29 ივნისს, ლას ვეგასში გაეცემა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძე კალიარის უახლოვდება

პსჟ-ს ამერიკაში დასცხა: გუნდი გადაიღალა, სტადიონს კი გადახურავენ და გააგრილებენ