სანამ “ლიონს” ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი, მოიგოს აპელაცია და დარჩეს საფრანგეთის ლიგა 1-ში, გადაჭრით ძნელია იმის თქმა, რომ გიორგი მიქაუტაძე დატოვებს გუნდს და სხვა ნავსაყუდელს მონახავს.
მაგრამ იმ პირობებში, როცა “ლიონმა” ერთხელ უკვე ვერ დაარწმუნა შესაბამისი სტრუქტურები, რომ ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა, ძალიან მაღალი ალბათობით, ამას ვერც სააპელაციო კომიტეტის წინაშე მოახერხებს.
რეალურად ხომ ყველამ ვიცით – აპელაცია, ეს არის თავის დამშვიდების საშუალება, რათა ფანებს შეუქმნა მოჩვენებით განცდა, რომ “შენ ყველაფერი სცადე”…
ასეა თუ ისე, გუნდი უკვე დატოვა რაიან შერკიმ, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა, ხოლო ალექსანდრ ლაკაზეტთან კონტრაქტი არ გაგრძელდა. წასვლის რეალურია კანდიდატია მიქაუტაძეც.
როგორც წერენ, ის “ევერტონის” სამიზნეა, რადგან დევიდ მოიესი თავდასხმის გაძლიერებას ცდილობს. ამას გარდა, ლაპარაკია “ვულვზზეც”. ჯერ ერთი, თავდასხმაში კონკურენცია სჭირდება იორგენ სტრანდ ლარსენს. ესეც არ იყოს, გუნდიდან წასვლას აპირებენ საშა კალაიძიჩი, ფაბიო სილვა… გაურკვეველია გონსალო გედეშისა და ჰი-ჩან ჰვანის მომავალი…
“…ამასობაში, რადარზე ჩნდება ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში, “მეცსა” და “ლიონში” ერთად, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადასცემა შეასრულა. “ვულვზს” აქვს შესანიშნავი შანსი, იყიდოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, თან იმაზე ნაკლებ ფასში, ვიდრე რეალურად ღირს. “მგლები” აკვირდებოდნენ მას და იციან მისი შესაძლებლობები”, – ვკითხულობთ სხვადასხვა ინგლისურ მედიასაშუალებაში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings