in

საქართველო 200 მილიონზე მეტი ღირს

საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება 200 მილიონ ევროს გადასცდა, რაც აქამდე არ ყოფილა. მსგავს მონაცემებს ცხადია „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს.

ჩვენი ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის ფასმა მოიმატა და ამის გამო 182 მლნ ევროიანი ნაკრების ფასი 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოში 31-ე ადგილზეა და ჯობნის უნგრეთს (192.95), ნიგერიას (188.45), აშშ-ს (182.30), ირლანდიას (175.53), ჩეხეთს (167.60), იაპონიას (158.00).

ყველაზე ძვირადღირებული 10 ქართველი ფეხბურთელი:

  1. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ, საფრანგეთი – 90 მილიონი ევრო;
  2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“, ინგლისი – 30 მლნ ევრო;
  3. გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“, საფრანგეთი – 22 მლნ ევრო;
  4. ზურიკო დავითაშვილი, „სენ ეტიენი“, საფრანგეთი – 10 მლნ ევრო;
  5. საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“, იტალია – 8 მლნ ევრო;
  6. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“, ავსტრია – 6 მლნ ევრო;
  7. გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“, ინგლისი – 4.5 მლნ ევრო;
  8. საბა ლობჟანიძე, „ატლანტა იუნაიტედი“, აშშ – 4 მლნ ევრო;
  9. გიორგი ქოჩორაშვილი, „სპორტინგი“, პორტუგალია – 4 მლნ ევრო;
  10. ირაკლი აზაროვი, „შახტარი“, უკრაინა – 4 მლნ ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Adiós, Gracias: ქოჩორა ლევანტეს პოსტით დაემშვიდობა