უეფამ 2025-26 წლების სეზონის ევროტურნირების წილისყრა გამართა და გაირკვა ჩვენი გუნდების მეტოქეებიც.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია“ შვედურ „მალმიოს“ შეხვდება.
პირველი მატჩი 8/9 ივლისს გაიმართება, საპასუხო – 15/16 ივლისს. „იბერია“ პირველ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.
კონფერენს ლიგაზე სამი ქართული გუნდი მონაწილეობს.
ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში, ხოლო თასის მფლობელი „სპაერი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან.
„ტორპედოს“ მეტოქე „ორდაბასი“ (ყაზახეთი) იქნება, ხოლო „დილა“ „რასინგ უნიონს“ (ლუქსემბურგი) შეხვდება.
პირველი მატჩები 10 ივლისს გაიმართება, საპასუხო – 17 ივლისს.
GIPHY App Key not set. Please check settings