in

ვიდეო: შენგელიას პირადი რეკორდი, ფინალის MVP და ჩემპიონობა!

თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატი დახურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თორნიკე ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა და ეს ისე მოახერხა, რომ 3:0 მოგებული ფინალური სერიის ყველა მატჩში ის MVP გახდა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – მისი წილი ბოლონიური გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესია!

ბოლო მატჩში, რომელიც ვირტუსმა სტუმრად 96:74 მოიგო და ჩემპიონი გახდა, შენგელიამ იტალიის სერია A-ში პირადსარეკორდო 31 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში თორნიკეს მონაგარიც მისი ახალი რეკორდი – 29 ქულა იყო, რომელიც შენგელიამ დღევანდელ შეხვედრაში 2 ქულით გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთი ითამაშა და 31 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. უბასრესია მისი სროლათა პროცენტი: 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო. ანუ თოკომ 31 ქულა ისე დააგროვა, მთლიანობაში მხოლოდ 1 სროლა ააცილა – ეს კი ევროპულ კალათბურთში ათასში ერთხელ თუ ხდება.

ცალკე თემაა მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი, რომელმაც 46 უწია, რაც მიმდინარე პლეი ოფის რეკორდია. ბრენდონ ტეილორი „ვირტუსს“ 19 ქულით შეეშველა, ხოლო ბრეშადან ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შენგელია ბასკონიას შეადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ეს ქვეყანა დატოვა. ახლა კი ის ისევ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით. შეგახსენებთ, რომ მისი ბარსელონაში გადასვლა შეთანხმებულია, თუმცა კატალონიურ კლუბს ეს ამბავი ოფიციალურად არ გამოუცხადებია. 2020 წელს ბასკონიაში და ახლაც, ვირტუსში, თორნიკეს მწვრთნელი სერბი დუშკო ივანოვიჩი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნახეთ ვინ არის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი

ფორტუნამ ზურგი გვაქცია: საქართველომ წააგო და ევროპა ჩვენს გარეშე გრძელდება