in

პარიზმა მსოფლიო რიხით დაიწყო: ხვიჩას ასისტების დუბლი აქვს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო: მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და პირველ ტაიმში ორი საგოლე პასი შეასრულა. ხვიჩა 72-ე წუთზე შეცვალეს.

მე-18 წუთზე პსჟ-ის შეტევა კვარაცხელიამ კარგად განაგრძო, ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც ხვიჩამ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა: ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და პსჟ-მა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

ხვიჩამ Flashscore-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 8.4. Whoscored-მა და Sofascore-მა 7.9 დაუწერეს (მეორეა ვიტინიას შემდეგ).

პსჟ – ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (19), 2:0 ვიტინია (45+1), 3:0 მეილიუ (87), 4:0 ლი (90+7, პენ)
გაძევება: ლანგლე (78, ატლეტიკო)

მეორე ტურში, 19 ივნისს პსჟ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა დროის უდიდესი ნაკრები შეადგინეს… მესი, რონალდო, პელე, მარადონა და კიდევ ვინ არიან

ძალიან გვინდა გულშემატკივარს სიხარული პორტუგალიასთან თამაშის შემდეგაც მივანიჭოთ