in

ვიდეო: შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და ვირტუსი ჩემპიონობას მიუახლოვდა

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესოა – ქართველმა ფორვარდმა ვირტუს ბოლონიას კიდევ ერთ მატჩში ულიდერა და მოგების მოპოვებაში დაეხმარა. ვირტუსმა ბოლონიაში მეორე მატჩიც მოუგო ბრეშას, ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და იტალიის ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებს.

პირველთან შედარებით, ბოლონიელებმა მეორეში უფრო იოლად იმარჯვეს. მართალია, ბრეშა ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 75:65. თორნიკე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ისევ MVP გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთი ითამაშა, რა ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ცალკე გამოსაყოფია მისი შედეგიანი გადაცემები – ფინალური სერიის მატჩში 7 პასი ნებისმიერი გამთამაშებლისთვის კარგი შედეგია და 207 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდისთვის ხომ საერთოდ!

ვირტუსი ბოლოს იტალიის ჩემპიონი 2020-2021 წლების სეზონში გახდა. ბოლონიელებს იტალიის ჩემპიონატი 16-ჯერ აქვთ მოგებული და მე-17 ტიტულამდე ერთი მოგება აშორებთ. ფინალური სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს ბრეშაში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინისთვის სეზონი დასრულდა – ტენერიფემ სერია წააგო

ყველა დროის უდიდესი ნაკრები შეადგინეს… მესი, რონალდო, პელე, მარადონა და კიდევ ვინ არიან