ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ Goal.com-მა „ინტერისა“ და პსჟ-ს კომბინირებული სიმბოლური გუნდი შეადგინა. შემადგენლობაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
აღსანიშნავია პსჟ-ს დომინირება, პარიზელებს რვა წარმომადგენელი ჰყავს, შესაბამისად მილანურ გუნდს მხოლოდ სამი მოთამაშე.
Goal.com-ის ვერსიით ფინალისტების ერთიანი გუნდი:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო (პსჟ) ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ნუნუ მენდეში (პსჟ).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა („ინტერი“), ჟოაუ ნევეში, ვიტინია (პსჟ), დენზელ დუმფრისი („ინტერი“)
თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
„ქართველმა ვარსკვლავმა პარიზში კვლავ გაიბრწყინა. მართალია, შეიძლებოდა მეტი გაეტანა, თუმცა გუნდისთვის იმდენი გააკეთა, რომ ჩვენს სიმბოლურ გუნდში მარკუს ტურამის ადგილი დაიკავა“, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings