in

მესის კოვიდი აკიდე ბიჭო, მოგკლავ – არგენტინაში დიჯეის ემუქრებიან

არგენტინელი დიჯეი ფერ პალასიო ამბობს, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც ლეო მესი კორონავირუსით დაინფიცირდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა რამდენიმე წვეულება მოინახულა როსარიოში ყოფნის დროს. ერთ-ერთ მათგანზე პალასიო უკრავდა. როდესაც პსჟ-მ ლეოს დადებით ტესტზე ინფორმაცია გაავრცელა, პალასიო მოყვა, რომ ლეოს ფანები მას ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სოცქსელებში, რადგან გადაწყვიტეს, რომ პალასიოა მესისი დაინფიცირებაში დამნაშავე.

„ისინი მესის დაინფიცირებას მე მიკავშირებენ, წერენ, რომ მე შევყარე ვირუსი. მკვლელსაც კი მიწოდებენ. ძალიან ცუდი პირადი შეტყობინებები მივიღე. გუშინ გავიტესტე, რადგან ურუგვაიში ვარ წასასვლელი, მაგრამ კორონავირუსი არ აღმომაჩნდა“, – თქვა პალასიომ და PCR-ტესტის პასუხიც აჩვენა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი წიტაიშვილი: ჯერ კიევში დავბრუნდები და მერე გადაწყდება ჩემი მომავალი

კვარაცხელიას შეუძლია ოქროს ბურთი მბაპეზე ადრე მოიგოს -ფრანგული მედია