in

ველოდებით ხვიჩას 22 სექტემბერს პარიზში: ოქროს ბურთის დაჯილდოებაა

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლის შემდეგ კიდვე ერთხელ შეიჭრა საუკეთესო ფეხბურთელების რიგებში. კარგი და წარმატებული თამაშის შედეგებმაც არ დააყოვნა და ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნიმინანტებს შორის უმალ აღმოჩნდა. ჩვენიანი ათეულშიც კი შეძვრა, სხვადასხვა გამოცემები და ბუქმეკერები კი განსხვავებულ პოზიციებზე აყენებენ. ალბათ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და იქ ნაჩვენებ შედეგზე. იმედია ხვიჩა გადამწყვეტ მატჩშიც გაიბრწყინებს და შანსებს გაიზრდის.

ამასობაში France Football-მა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების დრო და ადგილი დაასახელა. ბუნებრივია, ცერემონია პარიზში გაიმართება, ზუსტი თარიღი 22 სექტემბერი და შატელეტის თეატრია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ნომინანტებს შორის 2023 წელსაც იყო და მაშინ მე-17 ადგილზე აღმოჩნდა, ახლა კი ბევრად მაღალი პოზიციის დაკავება შეუძლია.

კვარაცხელია უკვე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 23 მაისს უდიდესი შანსია გახდეს იტალიის ჩემპიონიც (პირველ წრეში „ნაპოლის“ რიგებში 17 მატჩი ითამაშა), მეორე დღეს ასევე მაღალი ალბათობით მოიპოვებს საფრანგეთის თასს და მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ერთ სეზონში ამდენი რამის მოგება კი უნდა დაფასდეს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე კარისთან: გოლდენ სტეიტი ქართველის დამატებას განიხილავს

ფიფამ უარი თქვა რუსეთის დაშვების განხილვაზე: ქვეყნები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან