in

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა: საუკუნის სპორტსმენი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 76 წლის იყო

2022 წელი ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის ძალიან ცუდი ამბით დაიწყო. დღეს, 76 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ. მან ოქროს მედლები-1968,1972 და 1976 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. 1980 წლის ოლიმპიადაზე კი, სანეევი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გარდა ამისა, ვიტორ სანეევმა ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული (1969,1974). ასევე, იგი გახლდათ საბჭოთა კავშირის 8-გზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი სამხტომში.

ვიქტორ სანეევი აღიარებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

Sport4me.ge მწუხარებას გამოთქვამს ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო და სამძიმარს გამოთქვას ოჯახის და ახლობლების მიმართ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იანვრის TOP 10 ჩხუბში ჭიკაძისა და თოფურიას ბრძოლები მოხვდა

ჯუღელი რუსეთს ვერ ეშვება: ტრაბზონში აზაროვის ტრანსფერს მენეჯერი აფერხებს