რაფინია აღარ არის „ოქროს ბურთის“ მთავარი ფავორიტი ბუქმეკერებისთვის.
„ბარსელონა“-„ინტერის“ პირველი ნახევარფინალის შემდეგ (3:3) მთავარი პრეტენდენტი ლამინ იამალი გახდა. 17 წლის ფეხბურთელი „ბარსაში“ თავისი მე-100 მატჩში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა ლიგის ნახევარფინალში.
ტოპ 10-დან გავარდა კილიან მბაპე, რომლის ადგილი ათეულში პსჟ-ს მეკარე დონარუმამ დაიკავა.
ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ათეულში შეყვანილია ხვიჩა კვარაცხელიაც.
ვინ მოიგებს 2025 წლსი „ოქროს ბურთს“ ბუქმეკერების ვერსიით:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 2.50
- რაფინია (ბარსელონა) – 3.25
- უსმან დემბელე (პსჟ) – 5.00
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 9.00
- პედრი (ბარსელონა) – 10.00
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 15.00
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 17.00
- დეკლან რაისი (არსენალი) – 21.00
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 34.00
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 51.00
GIPHY App Key not set. Please check settings