ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი დაკომპლექტებულია. ჩვენთან საკმაოდ კი არა და, ძალიან ძლიერი გუნდები მოხვდნენ და ურთულესი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. მოგეხსენებათ, საქართველო კვიპროსის ჯგუფში მოხვდა და თამაშებს ლიმასოლში ჩაატარებს. შეგახსენებთ მეტოქეებს: იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი.
ფიბამ ევრობასკეტზე მატჩების დაწყების საათები განსაზღვრა და გაირკვა, რომ საქართველო შეხვედრებს 16:00 საათზე ჩაატარებს, გამონაკლისი მხოლოდ ერთი მატჩია, მასპინძლებთან:
28 აგვისტო
საქართველო-ესპანეთი – 16:00 სთ
30 აგვისტო
იტალია-საქართველო 16:00 სთ
31 აგვისტო
საქართველო-საბერძნეთი – 16:00 სთ
2 სექტემბერი
კვიპროსი-საქართველო – 19:15 სთ
4 სექტემბერი
ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველო – 16:00 სთ
GIPHY App Key not set. Please check settings