in

პირველი მოგებულია: ხვიჩას საგოლე პასი და კარგი მატჩი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი სტუმრად მოუგო „არსენალს“ – 1:0 და პირველი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.

ქართველი ფეხბურთელის წვლილი სათანადოა. ხვიჩამ სრულად ითამაშა და ძალიანაც კარგად. ამაზე მისი შეფასებებიც მოწმობს.

კვარამ მარცხენა ფლანგზე დაიწყო და მალევე, უკვე მე-4 წუთზე ასისტი მიითვალა. მარცხნიდან დაძრულმა საჯარიმოს ხაზთან დემბელეს მიაწოდა და ფრანგმაც, როგორც გაირკვა, ერთადერთი გოლი გაიტანა.

სხვა მხრივ იყო ის, რასაც მივეჩვიეთ: ხვიჩა აქტიურობდა, ამწვავებდა, მეურვე (ტიმბერი) რამდენჯერმე ძალიან ეუხეშა, რადგან ისე ვერ აჩერებდა. ერთ ეპიზოდში საჯარიმოში ხელით შეაჩერა და პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა. მერე მეორე ფლანგზე გადავიდა და მალევე დაბრუნდა მარცხნივ, დაცვაში ძალიან ხშირად ჩადიოდა. ჰქონდა მცდელობებიც, რამდენჯერმე კარშიც დაარტყა, შეტევაც წამოიწყო და მოკლედ პროდუქტიული და სახიფათო იყო.

შეფასებები: Flashscore – 7.9 (მეორე საუკეთესო შეფასება დონარუმას 8.0-ის შემდეგ); Sofascore – 7.4 (მესამე-მეოთხე შედეგი); Whoscored – 7.7 (საუკეთესო შედეგი დონარუმასთან ერთად).

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი.

არსენალი – პსჟ 0:1
გოლი: 0:1 დემბელე (4. კვარაცხელიას პასით)

არსენალი: რაია – ტიმბერი (83. უაითი), სალიბა, კივიორი, ლიუის-სკელი – ოდეგაარი (90. ნვანერი), რაისი, მერინო – საკა, მარტინელი, ტროსარი

პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, მენდეში – ვიტინია – ნევეში (89. ზაირ-ემერი), ფაბიან რუისი – კვარაცხელია, დუე (76. რამუში), დემბელე (70. ბარკოლა)

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და გოლი მეტი უნდა გასულიყო. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, „არსენალს“ გოლი VAR-მა გააუქმა, პსჟ-ს კი მატჩის ბოლოსკენ ორჯერ ჰქონდა აშკარად გასატანი, მაგრამ პარიზული მატჩის წინ ერთბურთიანი უპირატესობა იკმარა.

განმეორებითი მატჩი 7 მაისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას 4 გუნდელი: ვინ არიან ოქროს ბურთის ფავორიტები

ასეთი გუნდის ყურება სასიამოვნოა