in

მზად ვართ: რაშია წარმატების გასაღები – ლუის ენრიკე შესანიშნავ მატჩს ელის

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ დღეს საღამოს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ითამაშებს „არსენალთან“. მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად ვართ. ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან. „არსენალს“ კარგად ვიცნობთ. შესანიშნავი გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ამ მატჩის მოსაგებად თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ.

გუნდი ძალიან თვითდაჯერებულია, ყოველთვის ვერ ვბრწყინავთ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. პსჟ-ს არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა? „არსენალსაც“ ხომ არ მოუგია. ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ეს უნდა გვახსოვდეს და კონცენტრირება გვმართებს იმაზე, რისი გაკეთებაც გვჭირდება.

მოედანზე ორი ისეთი გუნდი გავა, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებენ და ბურთის ფლობა უყვართ. რთულ შეხვედრას ველით, რადგან შესანიშნავი მეტოქე გვყავს. ლონდონში თამაში ყოველთვის რთულია. შესანიშნავი მატჩი გველოდება.
მსგავსი გუნდები ვართ, ორივეს გუნდური ძალა გვაქვს. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია.
წარმატების გასაღები ემოციებისა და უფრო რთული მომენტების მართვა იქნება. ამიტომ ჩვენი საუკეთესო მხარე უნდა ვაჩვენოთ.

ვფიქრობ, ახლა უკეთესი და უფრო სრულყოფილი გუნდი ვართ, თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობთ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.

მიზანი ფინალში გასვლაა. რთული მისაღწევია, თუმცა ჩვენ ამბიციურები ვართ. ისტორიის დაწერა გვსურს, ისეთი რამის გაკეთებას ვგულისხმობთ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია”.

„არსენალისა“ და პსჟ-ს შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აქ თავს მართლა კარგად ვგრძნობ: პსჟ-ს ინტერვიუ ხვიჩასთან

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არსენალია: რა გამოთვალა სუპერკომპიუტერმა