იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელმაც ბოლონიაში ვარეზეს უმასპინძლა და 37 ქულით გაანადგურა.
თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თამაშის სცენარის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი – 21 წუთი ითამაშა. ზოგადად, როცა ვირტუსი იოლად ამარცხებს მეტოქეს, ლიდერებს და ცხადია, შენგელიას, დიდას არრ ტვირთავენ. 21 წუთში თორნიკემ საკმაოდ მაღალი შედეგი დააფიქსირა, ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
ვირტუს ბოლონია 21 მოგებით და 7 წაგებით ლიდერობს რეგულარულ სეზონს, ხოლო მომდევნო ტურში 4 მაისს, სკაფატის სტუმრად დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings