ოთარ კიტეიშვილს „შტურმს“ ცოტა უცნაური მატჩი გამოუვიდა. ერთმანეთს ლიდერები ხვდებოდნენ. ჩვენიანის გუნდი 3 ქულით უსწრებდა ვენის „აუსტრიას“ და შინ ეთამაშებოდა. აბა როგორ გინდა მოუგო მეტოქეს, როდესაც 9 კაცით რჩები. მასპინძლები უკვე 28-ე წუთზე დარჩნენ ნაკლულად, მეორე ფეხბურთელი კი 68-ე წუთზე გაუგდეს. ამას გარდა, „შტურმის“ კიდევ 5 ფეხბურთელი გააფრთხილეს, 68-წუთზე კიტეიშვილიც არასპორტული საქციელისთვის.
„შტურმი“ მაინც ინარჩუნებდა სასურველ საყაიმო ანგარიშს და გოლი მე-80 წუთზე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ 90+6 წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ VAR-მა არ ჩაუთვალა.
კიტეიშვილმა სრულად ითამაშა. შეფასებები: sofascore – 7.4, flashscore – 6.8.

შტურმი – აუსტრია 0:1
გოლი: პრელეცი (80)
გაძევება: ბიოვინგი (28, შტურმი), გრგიჩი (66, შტურმი), რანტფლი (89, აუსტრია)
ახლა „შტურმს“ და „აუსტრიას“ თანაბარი ქულები აქვთ (33), მაგრამ ცხრილში პირველი “აუსტრია“ წერია. „შტურმი“ 4 მაისს ლინცში „ბლაუ ვაისს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings