გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა და „გრანადას“ლიდერ „ელჩესთან“ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე გავიდა. ჩვენიანმა მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში. საკუთარ საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა, ბურთიანად მეტოქის კარისკენ წავიდა და ზუსტად დაარტყა.
შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 7.1.
წიტაიშვილის ანგარიშზე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„გრანადა“ 37 ტურის შემდეგ 59 ქულით ლა ლიგა 2-ში მე-6 ადგილზეა, ანუ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაში.

სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ერთ-ერთ ლიდერ „სპეციასთან“ შინ მოგება შეეძლო, მაგრამ ფრეს დასჯერდა – 2:2. კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა.
ზედიზედ მეორე მატჩია, ლუკა ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ შემადგენლობაში კარგ შეფასებას იღებს, მისი გუნდი კი იგებს. ამჯერად „სალერნიტანამ“ „კოზენცა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა 7.5 ქულა დაიმსახურა.
ტრავმირებული გიორგი გულიაშვილის არყოფნაში ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევოს“ მნიშვნელოვანი შეხვედრა კონკურენტ „ჟელეზნიჩართან“ ვასილიოს გორდეზიანმა მოაგებინა – 2:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა 47-ე წუთზე პენალტი გაიტანა. გორდეზიანმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეაგდო.
„სარაევო“ 57 ქულით მე-3 ადგილზეა.
დიდი პაუზის შემდეგ ლაშა დვალი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და სრულად ითამაშა. მისი გუნდი სტუმრად „აპოლონს“ დაუზავდა – 0:0.
ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ ტრავმირებული ბუდუ ზივზივაზის გარეშე სტუმრად „შტუტგარტს“ 1:0 მოუგო.
ჩემპიონშიფის 45-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „ბლექნერნთან“ დამარცხდა – 1:2. შეგახსენებთ, ტრავმირებული ქართველი ამ სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings