ფრანგული “ლე პროგრესი” ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს – “ლიონის” რამდენიმე მოთამაშე უკმაყოფილოა შემადგენლობის შერჩევის იმ პრინციპით, რომლითაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა ხელმძღვანელობს.
“ბუნტისთავებს” შორის არიან – თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი და ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო. ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ხშირად ფონსეკა, გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში აყენებს ახალგაზრდებს – რაიან შერკის, გიორგი მიქაუტაძეს, მუსა ნიახატს…
სიტუაცია მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც ევროპალიგაზე “ლიონი” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა უაღრესად დრამატულ ბრძოლაში, მერე კი საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაც დათმო “სენტ ეტიენთან”.
როგორც “ლე პროგრესი” წერს, ზოგიერთი მოთამაშე ფონსეკას ამ გადაწყვეტილებაში ხედავს იმას, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს უჭირს ძლიერი ეგოს მქონე ფეხბურთელებთან მუშაობა და ამით ერთგვარად იმარტივებს სამწვრთნელო ცხოვრებას.
ამას ემატება ისიც, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ შეხვედრაში ფონსეკამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე პოლ აკუკუ დააყენა და არა – ნემანია მატიჩი. ამ ფაქტმა პორტუგალიელ მწვრთნელსა და სერბ საყრდენ ნახევარმცველს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings