22 აპრილს, ლიგა 1-ის 30-ე ტურში პსჟ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდება და „პარიზიენი“ პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს.
გამოცემა წერს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ახლა კი მათ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს, რათა სათამაშო რიტმიდან არ ამოვარდნენ და 29 აპრილს „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. შეგახსენებთ, იქამდე პარიზულ გუნდს კიდევ ერთი დაპირისპირება ელის – 25 აპრილს ქვეყნის პირველობაზე „ნიცას“ უმასპინძლებს.
რადგან პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა, ესპანელ სპეციალისტს როტაციის საშუალება აქვს. ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა პაჩო და ის ისევე როგორც კვარაცხელია და დემბელე, რომელიც გასულ შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო, თამაშს, ალბათ, ძირითად თერთმეტეულში დაიწყებს.
პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): დონარუმა, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ლი, კვარაცხელია, დემბელე.
მატჩი „ბოჟუარზე“ თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

„ნანტთან“ ლიგა 1-ის 30-ე ტურის გასვლითი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვაზე – როგორ მოემზადებიან „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრებისთვის.
„ისევე მოვემზადებით, როგორც „ლივერპულთან“ დაპირისპირებებისთვის. ამ გუნდს სტანდარტულებისას ისეთივე პოტენციალი აქვს, როგორც „არსენალს“, მეტი თუ არა. ამ მხრივ „ასტონ ვილაც“ გამორჩეულია, ისევე როგორც პრემიერლიგის უმეტესი გუნდები.
ამ ასპექტზებზე ძირითად ყურადღებას არ გავამახვილებთ, მაგრამ ცხადია, ყურადღებით თამაში გვმართებს. გასულ და მიმდინარე სეზონში სტანდარტულებზე ბევრს ვმუშაობდით, მუდმივად ვცვლიდით, საჭიროების მიხედვით ვიყენებდით. ეს მეტოქეზეა დამოკიდებული და გოლებიც გავიტანეთ. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვიმყოფებით“, – ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings