in

მოგებული წააგეს: ლიონის საოცარი მატჩი მანჩესტერში – მიქაუტაძე ძირითადში იყო

საოცარი და იშვიათი მატჩი იყო „ოლდ ტრაფორდზე” – დაუჯერებელი ქამბექები და პლუს 9 გოლი. სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძე და „ლიონი“ წაგებულები დარჩნენ და ევროპალიგას გამოეთიშნენ.

არადა, „ლიონი” ახლოს იყო სასწაულთან, ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა თამაში. მაგრამ 120-ე წუთზე ორი გოლი გაუშვა.

დამატებით დროში ფრანგებმა 2 გოლი გაიტანეს. სტუმრები 10 კაცით კი იყვნენ, მაგრამ რჩებოდა 10 წუთი. ერთი კი გაუშვეს, მაგრამ ამასობაში ბოლო წუთიც მოახლოვდა და „ლიონი“ კვლავ წინ იყო.
„იუნაიტედმა” სასწაული ჩაატარა, 5:4 გაიმარჯვა და გავიდა ნახევარფინალში.

გიორგი მიქაუტაძე ძირითადში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.6, flashscore – 6.3, whoscored – 5.9.

„ძალიან რთულია ასეთი მარცხის ახსნა. მას შემდეგ, რაც მეტოქე წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა, საოცრებები გავაკეთეთ. ბიჭების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა შედეგის გამო ვწუხვარ.
ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. ამ მატჩიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ჩამოხვიდე “ოლდ ტრაფორდზე” და ითამაშო ისე, როგორც ეს ჩვენ შევძელით, მარტივი არაა. ახლა მთავარია სეზონის დარჩენილი შეხვედრები მაღალ დონეზე ჩავატაროთ”, – განაცხადა „ლიონის“ მწვრთნელმა პაოლო ფონსეკამ.

მანჩესტერი – ლიონი 5:4 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 უგარტე (10), 2:0 დალოტი (45+1), 2:1 ტოლისო (71), 2:2 ტალიაფიკო (77), 2:3 შერკი 105), 2:4 ლაკაზეტი (110, პენ), 3:4 ფერნაბდეში (114, პენ), 4:4 მაინუ (120), 5:4 მაკგუიარი (120+1)
გაძევება: ტოლისო (89, ლიონი)

„ლიონი“ 20 აპრილს ლიგა 1-ის 30-ე ტურში „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.

სხვა მატჩები

ლაციო – ბოდო გლიმტი 3:1 (ძირ. დრო 2:0, პენ 2:3) (პირველი შეხვედრა 0:2)
გოლები: 1:0 კასტელიანოსი (21), 2:0 ნოსლინი (90+3), 3:0 დია (100), 3:1 ჰელმერსენი (109)

აინტრახტი-ტოტენჰემი 0:1 (1:1)
გოლები: 0:1 სოლანკე (43-პენ)

ბილბაო-რეინჯერსი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 სანსეტი (45+4-პენ), 2:0 ნ. უილიამსი (80)

½ ფინალი
ტოტენჰემი-ბოდო გლიმტი
მანჩესტერი – ბილბაო

შეხვედრები 1-8 მაისს გაიმართება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის ფავორიტი და რა ფინალს ელოდებიან: აზრები იყოფა

კვარა ოქროს ბურთის მე-8 კანდიდატია: ათეული ¼ ფინალების შემდეგ