იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი” სტუმრად “ტრიესტესთან” დამარცხდა – 78:85.
წაგების მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი კალათბურთელი იყო.
თოკომ 34 წუთი ითამაშა და 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მოაგროვა.
„ვირტუსი“ 32 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 მარტს, ევროლიგაზე, „ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings