გუშინ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ნიქოზიის “აპოლონმა” ლიმასოლის “აელს” უმასპინძლა და ბოლო წუთზთ გატანილი გოლის წყალობით 2:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი ქართველი რევაზ ინჯგია გახდა. ინჯგია მოედანზე 75-ე წუთზე გამოვიდა და შეხვედრის მიწურულს თავური დარტყმით შეძლო გატანა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეორე გოლია.
20 ტურის შემდეგ “აპოლონი” 44 ქულით პირველ ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings