„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიზეზი მსაჯზე ფიზიკური ზემოქმედებაა.
ინციდენტი ლიგა 1-ის ბოლო, 24-ე ტურში „ბრესტთან“ მატჩში მოხდა. მსაჯმა ლიონელტა სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა, რის გამოც პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ემოციურად მიმართა. არბიტრმა ფონსეკას წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავის არეში თავი მიარტყა.
დისკვალიფიკაცია 30 ნოემბრამდეა. გარდა ამისა, ფონსეკას 15 სექტემბრამდე ეკრძალება გუნდის გასახდელში შესვლაც, მატჩამდე და მატჩის შემდეგ.


GIPHY App Key not set. Please check settings