სკოლები, მოედნები, მეჩეთები – ეს იმ ქველმოქმედებებიდან მცირედია, რაშიც სენეგალელ ვარსკვლავს სადიო მანეს წვლილი მიუძღვის. ახლა კი აფრიკის თასის მსვლელობისას მომხდარზე მოგიყვებით.
სადიო მანემ და სენეგალმა ისტორიაში პირველად მოიგეს აფრიკის თასი. ამ გრანდიოზულ მოვლენასთან ერთად ტურნირის ტრიუმფატორ მანეს ადამიანობაც არ ავიწყდება. მერვედფინალური მატჩისას, მეკარესთან შეჯახებისას, მანემ თავის არეში დარტყმა მიიღო. მართალია, თამაში გააგრძელა და გოლიც გაიტანა, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი აღმოჩნდა. საავადმყოფოში მისულს, მოტოციკლით ავარიაში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭი (უამრავი მოტეხილობით) და მისი აფორიაქებული ოჯახი დახვდა, რომლებსაც არ ჰქონდათ სახსრები შვილისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. მანემ მათი მწუხარება შენიშნა და როცა გაიგო რაც მოხდა, სასწრაფოდ გადაიხადა 400 ათასი აფრიკული ფრანკი (600 ევრო).
მანე მარტო კარგი ფეხბურთელი როდია…
GIPHY App Key not set. Please check settings