საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, დოჰაში გადაინაცვლებს და ქულების დაცვას შეეცდება.
მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა შარშან დოჰას ტურნირზე გაიმარჯვა. წელს ყატარის დედაქალაქში საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები ჩავლენ. დოჰაში ამ ტურნირის სამი ყოფილი ჩემპიონი: ენდი მარი, გაელ მონფილსი და ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებენ.
აღნიშნულ ტურნირზე ნიკა მეოთხე ნომრადაა განთესილი. ბასილაშვილს ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია და 8-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
დოჰას ტურნირი 14-19 თებერვალს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings