in

ევრობასკეტის ყველა მონაწილე ცნობილია: წილისყრა 27 მარტსაა

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. წუხელ ბელგრადში სერბეთთან წავაგეთ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ევროსაგზური წინა ტურში მოიპოვა შინ დანიის დამარცხებით.

ისე მოხდა, რომ ბოლო ტურის შეხვედრების წინ უკვე გაირკვა ტურნირის ყველა, 24-ვე მონაწილე.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ალბათ ხორვატიის ნაკრებია, რომელიც ვერ მოხვდა 24 გუნდში.
სამაგიეროდ დებიუტი ექნება კვიპროსის ნაკრებს, ოღონდ მასპინძლის სტატუსით.

ტურნირის წილისყრა 27 მარტს რიგაში ჩატარდება.

ფინალური ეტაპი 27 აგვისტოს დაიწყება და ფინალური მატჩით 14 სექტემბერს დასრულდება.

მასპინძელი ქვეყნები არიან: კვიპროსი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი.

ევრობასკეტი 2025-ის ყველა მონაწილე:

ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, მონტენეგრო, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ სერბეთთან ბრძოლაში ბოლოს წააგო

10 წუთის მიუხედავად, მიქაუტაძე საუკეთესოდ დაასახელეს