in

ზურიკომ ორი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ სენტ ეტიენმა მოგება ხელიდან გაუშვა

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის 23-ე ტურში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და „სენტ-ეტიენს“ შინ „ანჟესთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:3. თუმცა ჩვენიანის გუნდს უნდა მოეგო, დასანანი გოლი 90+4 წუთზე პენალტიდან გაუშვა.

ჩვენიანი საკმაოდ მოულოდნელად ძირითადში არ ყოფილა და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა (1:2-ზე).

ზურიკომ გარდატეხა შეიტანა. მასპინძლებმა სწორედ ჩვენიანის პასებით ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან უზუსტოდ დაარტყა.

დავითაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore – 8.1, whoscored – 7.8, flashscore – 7.8.

მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

თამაში გაწევ-გამოწევით დასრულდა. სტუმარი გუნდის მწვრთნელმა დავითაშვილს აუტი არ მოაწოდებინა და ბურთი გადაუგდო, რასაც მასპინძელთა თავკაცის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

სენტ-ეტიენი – ანჟე 3:3
გოლები: 0:1 აბდელი (7, პენ), 0:2 აბდელი (17), 1:2 კარდონა (36), 2:2 ეკვა (52), 3:2 კარდონა (73), 3:3 დიენგი (90+4, პენ)

„სენტ-ეტიენი“ 19 ქულით მე-16 ადგილზეა და 1 მარტს „ნიცას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ ატლეტიკოსთან წააგო: მამარდას სამი გაუტანეს და დაბალი შეფასება დაუწერეს

წიტაიშვილის გოლი და ლობჟანიძის ორი პასი: ლეგიონერები