დღეს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა ინდივიდუალური პროგრამის ფინალი გაიმართა.
სპორტსმენები თავისუფალი პროგრამით წარსდგნენ მსაჯების წინაშე.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე მორის ყვითელაშვილი ყინულზე 22-ე ნომრად გავიდა. მორისმა თავისუფალ პროგრამაში 170,64 ქულა მიიღო. მოკლე პროგრამისა და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი, 268. 62 ქულა დააგროვა და ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა.
ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს წარმომადგენელი ნათან ჩენი გახდა. მეორე-მესამე ადგილი იაპონელებმა იუმა კაგიამამ და შომო უნომ გაიყვეს
GIPHY App Key not set. Please check settings