რაგბი ევროპამ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
ტურის საუკეთესო 15 მორაგბეს შორის საქართველოს ნაკრების 4 მორაგბე: ბურჯი ბექა გიგაშვილი, მღლეტელი სანდრო მამამთავრიშვილი, ჰავბეკი გელა აფრაიძე და ფრთა აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან ჩაატარა და ფრედ 25:25 ითამაშა.
მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 12 თებერვალს, ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings