ხელბურთელთა შორის ევროპის ლიგის გათამაშებაში „გუმერსბახმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, გასვლითი მატჩი ჩაატარა უნგრეთში „ტატაბანიასთან“ და მეტოქე იოლად დაამარცხა – 44:29.
გიორგი ცხოვრებაძემ უნგრელებთან შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა.
ოთხი ტურის შემდეგ „გუმერსბახს“ ოთხი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, მეორე-მესამეადგილოსნები კი ბრძოლას მერვედფინალიდან განაგრძობენ.
მომდევნო შეხვედრას „გუმერსბახი“ კვლავ „ტატაბანიასთან“, ამჯერად საკუთარ მოედანზე გამართავს – შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings