რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი კვლავ დოპინგ სკანდალში გაეხვია. Inside The Games-ის ცნობით, ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრის შედეგები გადაიხედება, მიზეზი კი დოპინგ ტესტია, რომელიც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს უკავშირდება.
ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრი 7 თებერვალს დასრულდა. გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მეორეზე აშშ-ის გუნდი გავიდა, მესამეზე კი – იაპონია.
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა, რომელმაც ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა, გამოსვლა 22 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა და ხუთეულში მოხვედრილ ჩინეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings