ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გრძელდება ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები.
დღეს, შეჯიბრი გიგანტურ სლალომში გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით ჩვენი ოლიმპიური გუნდის მედროშე ნინო წიკლაური გამოვიდა. ნინომ ორი დაშვების ჯამში 2:00:48 წუთი დააფიქსირა და ასპარეზობა 42-ე ადგილზე დაასრულა.
ჩემპიონობა სლოვაკეთის წარმომადგენელმა პეტრა ვლასოვამ მოიპოვა (ჯამში 1:44.98), მეორე იყო ავსტრიელი კატრინა ლინსბერგერი, მესამე – შვეიცარიელი ვენდი ჰოლდენერი.
GIPHY App Key not set. Please check settings