NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდა და მოუგო – 102:86.
გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და 18 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 1 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოაგროვა. გოგამ ფარს 4-ჯერ შეუტია, თუმცა თამაშიდან ქულის აღება ვერ მოახერხა.
„ორლანდო” 27 მოგებით და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 თებერვალს „ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს.

ბარემ ესეც: სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ბოსტონში „სელტიქსთან“ წააგო – 103:116. სანდროს არ უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings