in

იტალიელებმა წააგეს, შანსი ყველას აქვს – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის კიდევ ოთხი მატჩი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ორგან სტუმრებმა მოახერხეს წარმატების მიღწევა, გადაჭრით ჯერ წერტილის დასმა არსად არ შეიძლება.

სელტიკი – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ოლისე (45), 0:2 კეინი (49), 1:2 მაედა (79)

მაიკლ ოლისემ ჩემპიონთა ლიგაში მისთვის სადებიუტო სეზონში უკვე 5 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელებს შორის სადებიუტო სეზონებში უკეთესი შედეგები მხოლოდ ტიერი ანრისა (7) და კილიან მბაპე (6) აქვთ.

ჰარი კეინმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

კეინმა „ბაიერნის“ მაისურით 74 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

ჰარი კეინმა (“ბაიერნი”), კარიერის განმავლობაში, როგორც კლუბის, ისე ნაკრების სახელით, კასპერ შმეიხელს (“სელტიკი”) 19 გოლი გაუტანა – ეს არის ხუთით მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეკარის წინააღმდეგ.

ბრიუგე – ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 ჟუდჟლა (15), 1:1 პაშალიჩი (41), 2:1 ნილსონი (90+4, პენ)

“ბრიუგემ” მე-300 მატჩი ჩაატარა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში და გახდა 23-ე კლუბი, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია. ამ მხრივ, “ბრიუგე” ბელგიურ კლუბებს შორის მეორეა “ანდერლეხტის” შემდეგ.

„ატალანტას“ ბოლო 5 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

“ატალანტას” სახელით არავის გაუტანია მარიო პაშალიჩზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაში – 7. ბერგამოელთა მაისურით ამდენჯერვე გამოიჩინეს თავი იოსიპ ილიჩიჩმა და დუვან საპატამ.

მონაკო – ბენფიკა 0:1
გოლი: პავლიდისი (48)
გაძევება: ალ მუსტარი (52, მონაკო)

ფეიენოორდი – მილანი 1:0
გოლი: პაიშაო (3)

“ფეიენოორდი” პირველი ნიდერლანდური კლუბია პსვ-ს (2007, “არსენალთან” 1:0) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე საშინაო მატჩი მოიგო.

„ფეიენოორდმა“ პირველად ითამაშა მთავარი ევროპული ტურნირის საპლეიოფო მატჩში 1984-85 წლების სეზონში შემდეგ.

„ფეიენოორდმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში 1974 წლის ოქტომბრის შემდეგ.

„მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-12 გასვლითი მატჩი ვერ მოიგო.

„მილანი” არის პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგის (თასის) პლეი-ოფში “ფეიენოორდთან” წააგო 1974 წლის 2 ოქტომბრის (“კოლრეინი”, ჩრდ. ირლანდია) შემდეგ.

საპასუხო შეხვედრები 19 თებერვალს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

გოგას 18 წუთი და მოგება ჰორნეტსთან