in

დღე კვარას ლიგაზეც ველით: ათამაშებენ ძირითადში?

დღეს, 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება და პარიზული გუნდის რიგებში ტურნირზე პირველად ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და მცველმა ნუნუ მენდეშმა ისაუბრეს.

ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ბრესტთან“ თამაში ყოველთვის რთული და საინტერესოა, მუშა გუნდია, პსჟ-ის ფეხბურთელები ზედმეტად თავდაჯერებულები არ არიან, ადვილი დაპირისპირება არ ელით, მაგრამ გართულებას თავი უნდა აარიდონ, ხვალ მიზანი გამარჯვებაა, ამისათვის კი დაცვაში უკეთ გარჯა მართებთ. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისთვის პრიორიტეტულები მუდამ ტექნიკური ფეხბურთელები არიან, დემბელეს სტატისტიკა წარმოუდგენელია და მას სხვა შემტევები და მათ შორის „კვარა“ უკეთებენ გადაცემებს.

მენდეშს კითხვა დაუსვეს, როგორ ურთიერთმოქმედებს მარცხენა ფლანგზე ახალწვეულ ქართველთან, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: „ის კარგი მოთამაშეა, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა მოედანზე თავი უკეთ იგრძნოს. ერთი ერთზე თამაშისას ძლიერია, ვცდილობ უნარების გამოსაყენებლად კარგი პასები გავუკეთო. იგივეს ვიტყვი ბარკოლაზე, რომელიც ასევე ძლიერია ერთი ერთზე“.

ხვიჩას შესახებ „ეკიპი“ წერს, რომ ჯერ სრულად თავისი პოტენციალი ვერ წარმოაჩინა, 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და მთლიანობაში არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, რაც გასაკვირი არ არის და შეშფოთებას არ იწვევს.

„ითამაშებს თუ არა თავიდანვე კვარაცხელია „ბრესტთან“? საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმა იმის ხაზგასმას ნიშნავს, რომ პასუხი ცხადი არ იქნება და პსჟ-ს მაისურით ქართველის პირველი ნაბიჯები ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას არ აძლევს“, – აღნიშნავს გამოცემა.

„სპორტი“ ხაზს უსვამს, რომ მოწინააღმდეგის მცველებმა განსაკუთრებული ყურადღება „კვარას“ უნდა მიაქციონ, რომელიც ლიგა 1-ში პირველი გოლის შემდეგ ისევ გატანას იმედოვნებს.

„პარიზიენის“ ვარაუდით ლუის ენრიკეს თერთმეტეული ასეთი იქნება: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.

მატჩი გენგამის „სტად დიუ რუდურუზე“ თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

პსჟ-მა „ბრესტს” ცოტა ხნის წინ დამაჯერებლად მოუგო (5:2), ჯერ ისევ სტუმრად ეთამაშება (განმეორებითი ერთ კვირაშია), ოღონდ ისინი საერთაშორისო შეხვედრებს გენგამში, “სტად დე რუდურუზე” (19 060) ატარებენ.

TUTTO mercato WEB-ის ცნობით, “იუვენტუსი” ვიქტორ ოსიმენის შეძენას შეეცდება, რაც, ალბათ, არ გამოუვა და ოცნებას ვერ აისრულებს.

“იუვენტუსი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იმედოვნებს, კლუბის სპორტულ დირექტორს კრისტიან ჯუნტოლის კი უნდა ოსიმენი გადაიბიროს და თავდასხმაში რანდალ კოლო მუანისთან ერთად ითამაშოს.

“გალათასარაიში” იჯარით გაშვებულ ვიქტორს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული (1 სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით), გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, თუმცა ამ ფასად მისი ყიდვის უფლება იტალიურ კლუბებს არ აქვთ.

გამოცემა წერს, რომ ნიგერიელს საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზებები, მაგრამ კარიერის ევროპის
ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გაგრძელება სურს და პსჟ ვიქტორის და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტის თავის გუნდში აღდგენაზე ფიქრობს.

ოსიმენმა “კვარას” “პარი სენ ჟერმენში” გატანილი სადებიუტო გოლი სოციალურ ქსელში მიულოცა: “პირველი ბევრიდან”, რაზეც ქართველმა უპასუხა: “ჩემი ძმა”.

შეგახსენებთ, გასულ წელს “ნაპოლიმ” კვარაცხელია და ოსიმენი პსჟ-ს 200 მილიონად არ მიჰყიდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგა უქულოდ დარჩა, ორლანდომაც წააგო

ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი, რომელშიც მთელი მიუნხენია გაერთიანებული