in

ზურიკო აქტიურობდა, მაგრამ სენტ ეტიენმა კონკურენტთან წააგო

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რენს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა წააგო – 0:2.

დავითაშვილი გამორჩეული იყო, შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მცველებს აწუხებდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია.

მეორე ტაიმში დავითაშვილი მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ზურიკო 85-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.8, flashscore – 6.7, whoscored – 6.4.

სენტ – ეტიენი – რენი 0:2
გოლები: 0:1 კალიმუენდო (15), 0:2 ნაგიდა (84)

21 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „მარსელს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე მილანთან შეცვლაზე მალევე შევიდა: ლეაოსთან წაგებული ორთაბრძოლა და ემპოლის მარცხი

წიტაიშვილისა და მექვაბიშვილის კარგი მატჩები, ქოჩორა კოჭის გამო არ ყოფილა – ლეგიონერები