ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „სანდერლენდს“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
ქულა კი აიღ, მაგრამ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს გაუშვა გოლი.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: sofascore – 7.1, whoscored – 7.0, flashscore – 6.9.
მის მოქმედებებს სიმწვავე ჰქონდა, მაგრამ არ ყოფილა დაგვირგვინება.
სანდერლენდი – უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 ო’ნიენი (16), 1:1 დელე-ბაშირუ (43, პენ), 1:2 ლუზა (46), 2:2 ცირკინი (89)
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 42 ქულით მე-10 ადგილზეა და 11 თებერვალს „ლიდსს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings