ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში პირველი გოლი გაიტანა და თან ეს ძალიან ლამაზად გააკეთა: „მონაკოს“ საჯარიმოში ორ მცველს შორის მარტივად გაერკვა, მეტოქე მოხდენილი ცრუ მოძრაობით მინდორზე გააგორა და ბურთი კარში შესვა.
ხვიჩამ პარიზული ანგარიში გახსნა: კვარას დიდებული გოლი მონაკოსთან
სადებიუტო გოლის შემდეგ კვარაცხელიამ მცირე კომენტარი გააკეთა:
„შესანიშნავი გრძნობაა გაიტანო ასეთი საოცარი გულშემატკივრების წინაშე. აქ ყოფნით ძალიან გახარებული ვარ. მინდოდა გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა. ამისათვის ბევრს ვვარჯიშობდი. მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა გუნდისთვის მეტი გავიტანო. ყველამ კარგად მიმიღო, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ“.
GIPHY App Key not set. Please check settings