იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სურს 2032 წელს ევროპის ჩემპიონატი თავისთან ჩაატაროს.
მითითებულია, რომ იტალიური მხარე ტურნირის ჩასატარებლად აპირებს არსებული სტადიონების მოდერნიზებას ან ახლების აშენებას. განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 23 მარტია.
იტალიამ ევრო 2020-ის გარკვეულ მატჩებს უმასპინძლა, რომლებიც რომში, „ოლიმპიკოზე“ ჩატარდა. იტალიას ევროპის პირველობისთვის 1968 და 1980 წლებში უმასპინძლია.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიაში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings