in

ვიდეო: ტენერიფემ მოიგო, შერმადინი MVP გახდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მოგებული მატჩის MVP გახდა. მე-19 ტურის შეხვედრაში “ლაგუნა ტენერიფემ” სანტა კრუზ დე ტენერიფეში “ბრეოგანი” მიიღო და 96:83 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი ქართველმა ცენტრმა დააგროვა, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და MVP-ის ტიტული რომ მიეღო, მხოლოდ 16:27 წუთი დასჭირდა.

შერმადინმა 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დაგროვდა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. 16 ქულა დააგროვა დევიდ კრამერმა, ხოლო ტენერიფელთა მეორე ცენტრმა, ფრან გუერამ, რომელიც სასტარტოში იყო, 15 ქულა მიითვალა.

ამ ტურში წააგო ტენერიფელთა ერთ-ერთმა კონკურენტმა ვალენსიამ, რომელსაც ამ მომენტისთვის იგივე შედეგი აქვს, რაც შერმადინის გუნდს – 14 მოგებაა და 5 მარცხი. ამ შედეგით ტენერიფე და ვალენსია 3-4 ადგილებს იყოფენ. შემდეგ ტურში, 8 თბერვალს, ტენერიფე სტუმრად მურსიას შეხვდება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

დუდა სანაძის 24 ქულა და პირველი გამარჯვება საბერძნეთში