in

ვალენსიამ მოიგო, მამარდამ ერთი გაუშვა

ლა ლიგის 22-ე ტურში “ვალენსიამ” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა შინ 2:1 დაამარცხა “სელტა”.

ქართველი მეკარე ტრადიციულად ძირითადში იყო. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, მეტოქის ფეხბურთელი მეკარის საჯარიმოს კუთხესთან აღმოჩნდა და გამოსულ მამარდაშვილს ძალიან ახლო მანძილიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა.

ქართველ მეკარეს ასეთი შეფასებები დაუწერეს: flashscore – 6.4, sofascore – 6.7, whoscored – 6.2.

ვალენსია – სელტა 2:1
1:0 – რიოხა, 44. 1:1 – დურანი, 65. 2:1 – გერა, 68.

“ვალენსიას” 19 ქულა აქვს და გასავარდნ, მე-19 ადგილზეა, 9 თებერვალს, ასევე ცხრილის ბოლოსკენ მყოფ “ლეგანესს’ უმასპინძლებს. თუმცა მანამდე, 7 თებერვალს თასის მეოთხედფინალში შინ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, რომელთანაც ჩემპიონატის წინა ტურში 1:7 განადგურდა. არ არის გამორიცხული ამ შეხვედრაში მამარდაშვილი არც იყოს, რადგან სათასო მატჩებში ხშირად მისი დუბლიორი დგას ხოლმე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა, ბრძოლა წააგო… და ემპოლიმაც წააგო

შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული