in

რაიმე სიგიჟე უნდა მოხდეს, მამარდაშვილმა ალისონი ამოაგდოს

ნიდერლანდელმა მეკარე მიშელ ვორმმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, Sports Mole-ს ინტერვიუ მისცა, სადაც “ლივერპულში” გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესაძლო პირველ ნომრობაზე ისაუბრა.

ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, რომ მისთვის პირველი ნომერი ბრაზილიელია და ამაზე კითხვაც არაა საჭირო. ინფორმაციისთვის, ვორმი წლების განმავლობაში “ტოტენჰემის” მეორე მეკარე იყო, იქამდე კი “სუონსიში” და “უტრეხტშიც” ასპარეზობდა.

“ჩემთვის მამარდაშვილსა და ალისონს შორის პირველ ნომრობისთვის ბრძოლაში საუკეთესო ბრაზილიელი იქნება და ამაზე კითხვაც არ მიჩნდება, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია და ეს ყველაფერი როგორც პრემიერ ლიგაში,
ასევე ეროვნულ ნაკრებში დაადასტურა.

ცხადია, მამარდაშვილი რიგ მატჩებში იასპარეზებს, მაგრამ ალისონს “მერსისაიდულ” გრანდში” ძალიან დიდი დამსახურება აქვს. რაიმე გიჟური უნდა მოხდეს, რომ მამარდაშვილი ალისონსთან შემდეგ სეზონში პირველი ნომერი გახდეს”, – თქვა ვორმმა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მტაცებელი მგელი: წიტაიშვილის გოლი და საუკეთესო შეფასება, ქვილითაიამაც გაიტანა – ლეგიონერები

დონჩიჩი ლეიკერსში გადავიდა: NBA-ში დიდი გაცვლა მოხდა